ავტორიზაცია

"რუბინში დაბრუნებას არ აპირებს, ნაპოლი ტრანსფერზე მუშაობს", - რას წერს რუსული გამოცემა ხვიჩაზე?

"რუბინში დაბრუნებას არ აპირებს, ნაპოლი ტრანსფერზე მუშაობს", - რას წერს რუსული გამოცემა ხვიჩაზე?
თარიღი 30 მარ 2022, 19:28

"ნაპოლი" საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიათი ინტერესდება, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "რუბინთან" კონტრაქტი შეაჩერა.

როგორც რუსული გამოცემა "სპორტ-ექსპრესი" იტყობინება, იტალიური კლუბი ბათუმის "დინამოში" დროებით გადასული 21 წლის ამომავალი ვარსკვლავის შეძენას აპირებს. ნეაპოლელები ტრანსფერის ზაფხულამდე გაჩარხვის ვარიანტებს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ სერია ა-ში რუსეთის პრემიერ ლიგიდან ფეხბურთელების დამატება დროებით აკრძალეს, რაც "ნაპოლის" ამოცანას ურთულებს.

თავის მხრივ, გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია "რუბინში" დაბრუნებას აღარ აპირებს.

აქამდე არსებული ცნობით, ხვიჩას ნეაპოლელები ლორენცო ინსინიეს შემცვლელად განიხილავენ, რომელიც ზაფხულში "ტორონტოში" გადავა.

მიმდინარე სეზონში ქართველმა ტალანტმა ყაზანელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.