ავტორიზაცია

"დასახელების წინ დავურეკე", - ენრიკემ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში დავიდ დე ხეა

"დასახელების წინ დავურეკე", - ენრიკემ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში დავიდ დე ხეა
თარიღი 30 მარ 2022, 21:33

ესპანეთის ნაკრების განაცხადის დასახელების წინ, ლუის ენრიკემ დავიდ დე ხეას დაურეკა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გოლკიპერი ალბანეთთან და ისლანდიასთან გასამართი ამხანაგური მატჩების განაცხადს მიღმა დატოვა. დე ხეამ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრა 2014 წლიდან, ანუ გუნდში დებიუტის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა.

ისლანდიის 5:0 დამარცხების შემდეგ, ლუის ენრიკემ პრესასთან არ დამალა, თუ რა უთხრა დე ხეას სატელეფონო საუბარში.

„დავიდ, მინდა ახალი მეკარეები მოვსინჯო.“ - აღნიშნა ენრიკემ და დაამატა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება დე ხეასთვის სრულიად გასაგები იყო. 

„იქნება თუ არა დე ხეა შემდეგ განაცხადში? ნახავთ.“ - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Marca.