ავტორიზაცია

19 წლის თინეიჯერს რაშფორდის რასისტული შეურაცხყოფის გამო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

19 წლის თინეიჯერს რაშფორდის რასისტული შეურაცხყოფის გამო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თარიღი 30 მარ 2022, 23:21

19 წლის ჯასტინ ლი პრაისი „მანჩესტერ იუნაიტედის“ და ინგლისის ნარკების შემტევის, მარკუს რაშფორდის რასისტული შეურაცხყოფის გამო, ექვსი კვირით ციხეში ჩასვეს.

Goal.com-ის ინფორმაციით, სასამართლომ 19 წლის მოზარდის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და თინეიჯერს საპყრობილეში თვენახევრის გატარება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა, რომლებმაც ინგლისის რიგებში პენალტის გამცუდებლებს (ბუკაიო საკას, ჯეიდონ სანჩოს და მარკუს რაშფორდს) რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.

ევრო 2020-ზე ინგლისის ნაკრები ფინალამდე მივიდა, სადაც იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.