ავტორიზაცია

იუვენტუსის მცველმა ისაუბრა იმაზე, თუ რისი გაკეთება მოუწიათ ფეხბურთელებს რონალდუს წასვლის შემდეგ

იუვენტუსის მცველმა ისაუბრა იმაზე, თუ რისი გაკეთება მოუწიათ ფეხბურთელებს რონალდუს წასვლის შემდეგ
თარიღი 30 მარ 2022, 23:28

„იუვენტუსის“ მცველმა, დანილომ ტურინული გუნდიდან კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი „იუვენტუსიდან“ „იუნაიტედში“ 2021 წლის ზაფხულში დაბრუნდა.

„ბუნებრივია, რომ ასეთი დონის ფეხბურთელის წასვლა ფეხბურთელებზე გავლენას ახდენს. ჩვენ უნდა გავერთიანებულიყავით, დავახლოვებულიყავით, გოლები და საგოლე პასები გადაგვენაწილებინა, რომლებიც აქამდე კრიშტიანუ რონალდუს ებარა.“ - აღნიშნა ბრაზილიელმა.

37 წლის რონალდუმ „იუვენტუსის“ მაისურით ჯამში 134 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 101 გოლი და 22 საგოლე გადაცემა მიითვალა.