ავტორიზაცია

"მანჩესტერი? ყველაფერი ნათელია", - ლოპეტეგიმ საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

"მანჩესტერი? ყველაფერი ნათელია", - ლოპეტეგიმ საკუთარ მომავალს ფარდა ახადა
თარიღი 31 მარ 2022, 18:53

"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო გაწვრთნაზე განცხადება გააკეთა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლის ესპანელი სპეციალისტი "ეშმაკუნების" თავკაცის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთი კანდიდატია.

"ამაზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრე: იქ ვიმყოფები, სადაც მინდა, რომ ვიყო, - "სევილიაში". ბედნიერი ვარ. აქ შემიძლია განვვითარდე. ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს".

"რა თქმა უნდა, არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს ფეხბურთში, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ნათელია. საკუთარ გადაწყვეტილებაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული. იქ ვარ, სადაც ყოფნაც მსურს", - ციტირებს ლოპეტეგის სიტყვებს ABC-ი.

ცნობისთვის, "სევილიას" ამჟამინდელ დამრიგებელს ანდალუსიელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.