ავტორიზაცია

სარიმ ლაციოს პოტენციური ახალწვეულის თაობაზე ბუფონს დაურეკა და აზრი ჰკითხა

სარიმ ლაციოს პოტენციური ახალწვეულის თაობაზე ბუფონს დაურეკა და აზრი ჰკითხა
თარიღი 31 მარ 2022, 19:15

"ლაციოს" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო სარი ერთ-ერთი ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერის განსახილველად "პარმას" გოლკიპერს, ჯანლუიჯი ბუფონს დაუკავშირდა.

როგორც იტალიურ მედიაში წერენ, "არწივების" დამრიგებელმა ლეგენდარულ კიპერს იმისათვის დაურეკა, რათა გაეგო, თუ რას ფიქრობს ეს უკანასკნელი "ატალანტას" კარის დარაჯის, მარკო კარნეზეკის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 21 წლის მეკარე, რომელიც ბუფონის ყოფილი თანაგუნდელია, ამჟამად იჯარით "კრემონეზეს" ღირსებას იცავს.

"ლაციო" ახალი გოლკიპერის ძიებაშია, რადგან დიდი ალბათობით, გუნდის ამჟამინდელი პირველი ნომერი, ტომას სტრაკოშა ზაფხულში კლუბს დატოვებს.

გარდა კარნეზეკისა, რომაული კლუბის ინტერესთა სფეროში კეპა არისაბალაგა ("ჩელსი") და პიერლუიჯი გოლინი ("ტოტენჰემი") არიან მოქცეულნი.