ავტორიზაცია

ფერდინანდი ბრუნოს ახალ კონტრაქტზე: "და იქნებ მანჩესტერის ახალ მწვრთნელს არ სჭირდება?"

ფერდინანდი ბრუნოს ახალ კონტრაქტზე: "და იქნებ მანჩესტერის ახალ მწვრთნელს არ სჭირდება?"
თარიღი 31 მარ 2022, 19:26

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი კლუბის ხელმძღვანელობის სურვილს ეხმაურება, რომელიც ნახევარმცველ ბრუნო ფერნანდეშთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, 27 წლის პორტუგალიელმა "ეშმაკუნებთან" 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულება კიდევ ორი წლით გაახანგრძლივოს.

"ამ სეზონამდე გუნდის ლიდერი იყო, არავინ ყოფილა მასზე სტაბილური, დავიდ დე ხეას გარდა. და აი, ამისათვის ჯილდო ელოდება".

"მაგრამ შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედმა" კონტრაქტი გაუხანგრძლივოს და ერთ წელიწადში გაყიდოს - ვინ იცის, რა მოხდება, თუ ახალი მწვრთნელი იტყვის, რომ ეს ფეხბურთელი მის გეგმებში არ შედის".

"თუმცა, როგორც მინიმუმ, ბრუნოს ახლა გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და არ ექნება საფიქრალი იმაზე, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა მოუწევს".

"მიუხედავად ამისა, არ ვიცით, არის თუ არა რაიმე დიალოგი იმ მწვრთნელთან, ვინც ზაფხულში მოვა. სურს თუ არა მას, რომ ბრუნოს გრძელვადიანი ხელშეკრულება ჰქონდეს? და რა მოხდება, თუ მისთვის ფერნანდეში საჭირო არ აღმოჩნდება?", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს Teamtalk-ი.