ავტორიზაცია

ლუის ენრიკემ ფაბრეგასს უპასუხა: "პირველი პირობა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ, სწორედ ნიჭს უკავშირდება"

ლუის ენრიკემ ფაბრეგასს უპასუხა: "პირველი პირობა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ, სწორედ ნიჭს უკავშირდება"
თარიღი 31 მარ 2022, 19:39

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ "ფურია როხას" ფეხბურთელების მთავარ მახასიათებლად ტალანტი დაასახელა.

აქამდე, "მონაკოს" ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ ჩვენს დროში მწვრთნელები უპირატესობას ძლიერ და სწრაფ ფეხბურთელებს უფრო ანიჭებენ, ვიდრე ნიჭიერებს.

"ჩვენს შემთხვევაში ეს ასე არ არის, პირველი პირობა, რომელსაც ვაყენებთ, - ნიჭია", - ციტირებს 51 წლის ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი ფეხბურთელები, როგორიც პედრია, მოედანზე ერთ წუთსაც კი არ გაატარებდნენ. გასახურებლადაც კი არ გამოვიდოდნენ", - დასძინა ენრიკემ.

შეგახსენებთ, 34 წლის ფაბრეგასი ესპანეთის ეროვნული გუნდის ღირსებას 2006 წლიდან 2016 წლამდე იცავდა.