ავტორიზაცია

"კლუბისგან გარანტიებს ითხოვდა", - აგენტმა ოზილის არსენალიდან წასვლის მიზეზი განმარტა

"კლუბისგან გარანტიებს ითხოვდა", - აგენტმა ოზილის არსენალიდან წასვლის მიზეზი განმარტა
თარიღი 31 Mar 2022, 21:59

"ფენერბაჰჩეს" ნახევარმცველის, მესუთ ოზილის აგენტმა, ერკუტ სოგუტმა განმარტა, თუ რატომ თქვა უარი მისმა კლინეტმა "არსენალში" ასპარეზობისას ხელფასის შემცირებაზე.

33 წლის გერმანელმა ლონდონური კლუბი 2021 წლის იანვარში დატოვა. აღსანიშნავია, მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო, იგი რამდენიმე დთის წინ სტამბულელთა შემადგენლობიდან მოკვეთეს.

"ანაზღაურების 15%-ით დაკლების შემდეგ მკითხა: "სად მიდის ფული?" მესუთს კლუბისგან გარანტიების მიღება უნდოდა, რომ არავის გაათავისუფლებდნენ და ხელმძღვანელობაც შეიმცირებდა ხელფასებს".

"ეს გარანტიები რომ მიეღო და ქაღალდზე დაფიქსირებულიყო, 30-პროცენტიან შემცირებასაც კი დათანხმდებოდა".

"უნდოდა სცოდნოდა, სად მიდიოდა ფული. ახალი ფეხბურთელის ყიდვის გამო ანაზღაურების დაკლებას არ დათანხმდებოდა. მაგრამ თუ კლუბს სამუშაო ადგილის შენარჩუნება სურდა, დათანხმდებოდა", - თქვა სოგუტმა Arsenal Fan TV-ის ეთერში.