ავტორიზაცია

ბარსელონაში ლუკ დე იონგის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

ბარსელონაში ლუკ დე იონგის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია
თარიღი 01 აპრ 2022, 13:25

საეჭვოა, "სევილიას" საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელი, ლუკ დე იონგი მომავალ სეზონშიც "ბარსელონაში" ვიხილოთ.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo წერს, ანდალუსიელები ჰოლანდიელის იჯარიდან დაბრუნებას ელოდებიან და ზაფხულში მის გაყიდვას აპირებენ, სანამ კონტრაქტი ამოეწურება, რომელიც 2023 წლამდეა გათვლილი.

იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი არ გამოჩნდება, დიდი ალბათობით, 31 წლის ფორვარდი მომავალ სეზონს "სევილიაში" გაატარებს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბარსელონამ", რომელმაც ზამთარში თავდასხმის ხაზი სერიოზულად გააძლიერა, დე იონგი მეორედ ინათხოვროს.

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა შემტევმა "ბლაუგრანას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.