რუმენიგე: "მესი პარიზში უბედურია, გული მწყდება, როცა ასეთ კადრებს ვხედავ, ამას არ იმსახურებს"
"ბაიერნის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ "პსჟ"-ს თავდამსხმელ ლიონელ მესის მიმართ სტვენა მტკივნეულად აღიქვა.
მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის ეგიდით "ბორდოსთან" (3:0) გამართული მატჩის წინ, არგენტინელის გარდა, პარიზელთა გულშემატკივრებმა ნეიმარსაც უსტვინეს.
"როცა ასეთ კადრებს ვხედავ, გული მწყდება. ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მესია, სტვენას არ იმსახურებს", - აცხადებს გერმანელი L'Equipe-სთან ინტერვიუში.
"მისნაირ ფეხბურთელებს მსგავსი თავდასხმების ატანა უწევთ. პარიზში უბედურია. თუმცა, ვფიქრობ, ბოლო კვირებში უკეთესი გახდა".
"მახსოვს, გასულ ზაფხულს "პსჟ"-ს გულშემატკივრებმა იგი ფანტასტიკურად მიიღეს", - დასძინა რუმენიგემ.
მოგეხსენებათ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი ფრანგულ კლუბს მიმდინარე სეზონის დაწყების წინ "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.