ავტორიზაცია

სარი: "ბუნდესლიგას რომ უყურებ და სერია ა-ზე გადმორთავ, ფიქრობ, ჯანდაბა, ეს სად მოვხვდიო"

სარი: "ბუნდესლიგას რომ უყურებ და სერია ა-ზე გადმორთავ, ფიქრობ, ჯანდაბა, ეს სად მოვხვდიო"
თარიღი 01 აპრ 2022, 21:32

მაურიციო სარი ფიქრობს, რომ ევროპის ჩემპიონობის მიუხედავად, იტალიური ფეხბურთი თანამედროვეს ათეული წლებით ჩამორჩება.

„იმობილეს ველაპარაკე და ვუთხარი ყველაფერი, რასაც იტალიის მუნდიალზე ვერ გასვლაზე ვფიქრობ. ის ნაკრებში განტევების ვაცი ხდება. ვიცი, რას გავაკეთებდი მის ადგილას, მაგრამ ვნახოთ, თავად ის რას გადაწყვეტს.

იტალიურ ფეხბურთზე განსხვავებული სისულელეები მომისმენია. იტალიას ჩრდილოეთ მაკედონიასთან 35 კარში დარტყმა ჰქონდა და გოლი მათ ორი დარტყმის შემდეგ მიიღეს.

აქ, იტალიაში, ჩვენ დანარჩენებს 30-35 წლით ჩამოვრჩებით, მაგრამ არავინ ინფრასტრუქტურაზე და სავარჯიშო ბაზებზე არ ლაპარაკობს. როცა მოედნის მდგომარეობაზე ვლაპარაკობ, ამბობენ, რომ ვწუწუნებ.

როცა ბუნდესლიგის მატჩს უყურებ და სერია ა-ზე გადართავ, ფიქრობ: „ჯანდაბა, ეს სად მოვხვდი?“, - აღნიშნა იტალიელმა.