ავტორიზაცია

სლუცკი: "ხვიჩას წასვლამდეც ველაპარაკე და წასვლის შემდეგაც - დეტალებს ჩემთვის დავიტოვებ"

სლუცკი: "ხვიჩას წასვლამდეც ველაპარაკე და წასვლის შემდეგაც - დეტალებს ჩემთვის დავიტოვებ"
თარიღი 01 აპრ 2022, 23:07

„რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ აღიარა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ესაუბრა.

როგორც იცით, ქართველმა ფეხბურთელმა „რუბინთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა და „დინამო ბათუმთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა დიდი ალბათობით ზაფხულში სხვა რომელიმე ევროპულ გუნდში გადავა.

„ხვიჩას წასვლამდეც ვესაუბრე და წასვლის შემდეგაც. თუმცა, ამ დიალოგის დეტალებს ჩემთვის დავიტოვებ.“ - აღნიშნა სლუცკიმ.

კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობდა და უკრაინაში საომარი ქმედებების დაწყების გამო, რუსულ გუნდთან კონტრაქტი ჯერ შეაჩერა, შემდეგ კი გაწყვიტა კიდეც.