ავტორიზაცია

პიკე: "ესპანეთის ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც თავს ესპანელებად არ თვლიან"

პიკე: "ესპანეთის ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც თავს ესპანელებად არ თვლიან"
თარიღი 01 აპრ 2022, 23:18

ჟერარ პიკემ კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა და ამავდროულად ესპანეთის ნაკრებში თამაში სრულიად შესაძლებელია. ესპანეთის ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც თავს ესპანელებად არ თვლიან.

არ ვაპირებ გიპასუხოთ შეკითხვაზე, ვარ თუ არა კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე. 2017 წლის რეფერენდუმი გასაიდუმლოებული იყო, ყველას აქვს უფლება თავისი ხმა არ გათქვას, ამან კარიერაზე ნეგატიურად არ უნდა იმოქმედოს.

იყო ბევრი შემთხვევა, როცა ფეხბურთელები თავს ესპანელებად არ თვლიდნენ. საერთოდ რას ნიშნავს ეს - ქვეყნის მიჯაჭვულობა? რაიმე სახის კონკურენცია არსებობს? თუ უფრო მეტად ესპანელი ხარ, მოიგე?

მე ამას ყოველთვის საქმედ აღვიქვამდი. ვინ ურჩევნია ქომაგს: ის, ვინც ნაკრებში ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ არ უყვარს ქვეყანა, თუ ის, ვინც ქვეყანაზე გიჟდება, მაგრამ ცუდად თამაშობს?“, - აღნიშნა „ბარსას“ მცველმა.