ენრიკე: "მეორე კალათიდან ყველაზე რთული მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ მსოფლიოს დაპყრობა გვინდა"
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, 2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაზე ისაუბრა.
„ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის დაპყრობა გვინდა. არ ვაპირებ სათამაშო სტილი შევიცვალო, იქნება ეს ამხანაგური მატჩი, ევროპის ჩემპიონატი თუ მუნდიალი.
ჩვენ კონკრეტული სტილი გაგვაჩნია და ჩვენს წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. ნებისმიერ გუნდს შეუძლია ჩვენი დამარცხება, მაგრამ იგივეს თქმა პირიქითაც შეიძლება.
ეს რთული წილისყრა ტურნირის მიმდინარეობამ შეიძლება მარტივადაც აქციოს. ვინ იცის, ვინ როგორ მდგომარეობაში მივა ტურნირამდე, შეიძლება მოულოდნელობებიც იყოს.
მეორე კალათიდან გერმანიის ნაკრები ყველაზე რთული მეტოქე იყო. ძლიერი გუნდია, რომელიც ტოპ-მწვრთნელის მისვლის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი გახდა. თუმცა, ჩვენ სხვა ძალა ვართ, მსოფლიოში მეშვიდე (ფიფას რეიტინგში ესპანეთი ამჟამად ამ პოზიციას იკავებს - ავტ.) და გვაქვს სურვილი მსოფლიო დავიპყროთ. ეს არ შეიცვლება.
ადვილი მატჩები არ იქნება, მითუმეტეს ასეთ ტურნირზე. იაპონიას არც ისე კარგად ვიცნობთ, ასე რომ რთული იქნება.“ - აღნიშნა ენრიკემ.
ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრები იაპონიას, გერმანიას და კოსტა რიკა/ ახალი ზელანდიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.