ავტორიზაცია

კონტე ტოტენჰემის მთავარ მიზანზე: "ერთადერთი გუნდი არ ვართ, რომელსაც ამ სასწაულის მოხდენა სურს"

კონტე ტოტენჰემის მთავარ მიზანზე: "ერთადერთი გუნდი არ ვართ, რომელსაც ამ სასწაულის მოხდენა სურს"
თარიღი 02 აპრ 2022, 09:59

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსები შეაფასა.

"თუ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შესაძლებლობაზე ვისაუბრებთ, შემიძლია ვთქვა, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება".

"კლუბში გატარებული ხუთი თვის შემდეგ მნიშვნელოვან პროგრესს ვხედავ. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ამ მიზნის მიღწევის შანსები გვაქვს, ასეთი ამბიციები აუცილებელია".

"მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა - ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის, კლუბისთვის, ფეხბურთელებისთვის, გულშემატკივრებისთვის. ყველასათვის მნიშვნელოვანია".

"იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ევროპა ლიგაზე ან კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას არ ჰგავს. სერიოზული მიზანია, მრავალი მიზეზის გამო".

"მაგრამ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ძალიან რთული დავალებაა. ერთადერთი გუნდი არ ვართ, რომელსაც ამ სასწაულის მოხდენა სურს", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports-ი.