ავტორიზაცია

მანჩესტერის ექს-ფეხბურთელი და მწვრთნელი: "სქოულზს ინგლისის ნაკრებში თამაში ეზიზღებოდა"

მანჩესტერის ექს-ფეხბურთელი და მწვრთნელი: "სქოულზს ინგლისის ნაკრებში თამაში ეზიზღებოდა"
თარიღი 02 აპრ 2022, 11:12

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, მაიკლ კლეგმა განაცხადა, რომ პოლ სქოულზს ინგლისის ნაკრებში თამაში არ მოსწონდა.

"სავარჯიშო დარბაზში ჩაიდანი ყოველთვის მედგა, რათა სასადილო ოთახში არ დამჭირვებოდა. სქოულზი მუდმივად მთხოვდა ჩაიდნის დადგმას და ერთ დღესაც ევრო 2004-ზე საუბარს შევყევით".

"მითხრა, რომ ინგლისის ნაკრებში თამაში ეზიზღებოდა. ვკითხე, რატომ აგრძელებდა ეროვნულ გუნდში ასპარეზობას, მან კი მიპასუხა: "ეს ინგლისია. უნდა ითამაშო".

"პოლი იმაზე წუხდა, თუ რა რეაქცია ექნებოდა ქვეყანას, ნაკრებიდან წასვლა რომ დაედასტურებინა".

"ვკითხე, ოდესმე უგვრძნია თუ არა იგივე მეგობრებთან ერთად სკოლის გუნდში ან "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშისას. მიპასუხა: "ეს სხვა რამაა", - ციტირებს კლეგის სიტყვებს Mirror-ი.