ავტორიზაცია

"ადვილი არ იქნება, მაგრამ გერმანიას დიდი მიზნები აქვს", - ფლიკმა მუნდიალის კენჭისყრის შედეგები შეაფასა

"ადვილი არ იქნება, მაგრამ გერმანიას დიდი მიზნები აქვს", - ფლიკმა მუნდიალის კენჭისყრის შედეგები შეაფასა
თარიღი 02 აპრ 2022, 13:36

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგები შეაფასა.

მოგეხსენებათ, "ბუნდესთიმის" ჯგუფში ესპანეთი, იაპონია და კოსტა რიკა/ახალი ზელანდია მოხვდნენ.

"ადვილი არ იქნება, მაგრამ დიდი მიზნები გვაქვს. ცხელი, საინტერესო ჯგუფებია ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენი არ უნდა გამოგვრჩეს".

"იაპონია მუნდიალების მუდმივი მონაწილეა. მათი ბევრი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში თამაშობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდ ოსტატობას ფლობენ. საერთოდაც, იაპონიასთან ამხანაგური მატჩის ჩატარება გვინდოდა, მაგრამ ახლა, რა თქმა უნდა, ეს გამორიცხულია".

"კოსტა რიკასთან 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში ვითამაშეთ და იმ შეხვედრამ (4:2) სასიამოვნო მოგონებები დაგვიტოვა. არცერთი ნაკრები არ დგას, ყველა უმატებს, ყველას აქვს თავისი გამორჩეული მხარე. ჩვენ კი უბრალოდ მეორე რაუნდში უნდა გავიდეთ", - ციტირებს ფლიკის სიტყვებს Bayern & Germany.