ავტორიზაცია

როდის დაბრუნდება ევრო 2020-ის ერთ-ერთი მთავარი გმირი სპინაცოლა?

როდის დაბრუნდება ევრო 2020-ის ერთ-ერთი მთავარი გმირი სპინაცოლა?
თარიღი: 02 აპრ 2022, 16:17

"რომას" მცველმა, ლეონარდო სპინაცოლამ განუცხადა პრესას, თუ როგორ მიდის 2021 წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის მოშუშების პროცესი.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ბელგიის ნაკრებთან მეოთხედფინალურ მატჩში ქუსლის ტრავმა მიიღო. მას შემდეგ ფეხბურთელს არც ერთი მატჩი არ უთამაშია.

ის გამოჯანმრთელებას განაგრძობს. სპინაცოლას ოპერაცია ჩაუტარდა და ბოლო ტესტებმა აჩვენა, რომ ის უახლოეს მომავალში შეძლებს გუნდური ვარჯიშისთვის დაბრუნებას.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, იტალიელი მარცხენა მცველი მოედანზე მიმდინარე სეზონის ფინალურ ეტაპზე დაბრუნდება. აქვე დავამატებთ, ტრავმის მიღებამდე, მის სახელს მადრიდის "რეალს" უკავშირებდნენ.