ავტორიზაცია

ბარსელონა პრემიერ ლიგის კლუბს ბარტერს სთავაზობს

ბარსელონა პრემიერ ლიგის კლუბს ბარტერს სთავაზობს
თარიღი 02 აპრ 2022, 16:25

Diario Sport-ის ცნობით, "ლიდს იუნაიტედი" მარჯვენა მცველით, სერჟინიო დესტით არის დაინტერესებული. "ბარსელონა" ასევე დაინტერესებულია რაფინიას შეძენით "ლიდსიდან".

კლუბები შესაძლოა ფეხბურთელების გაცვლაზე შეთანხმდნენ. რაფინიას "ლიდსი" დიდ თანხად აფასებს და მის კონტრაქტში 85 მილიონი ევრო არის გაწერილი გამოსყიდვის სახით.

გასაგებია, რომ "ლიდსს" შეუძლია რაფინიას სანაცვლოდ "ბარსას" ერთი მოთამაშის აღება სცადოს, ხოლო დესტმა შეიძლება შეასრულოს მთავარი როლი მოლაპარაკებების მიმდინარეობაში.

"ბარსელონას" უკვე აქვს გეგმა დესტის წასვლის შემთხვევაში - ნუსაირ მაზრაური, სავარაუდოდ, ზაფხულში გადმოვა თავისუფალი აგენტის სტატუსით. ასეთია კატალონიელთა გეგმები.