ავტორიზაცია

VIDEO: ერიქსენმა და ბრენტფორდმა ჩელსის სტემფორდ ბრიჯზე გადაურბინეს - დანიელმა მორიგი გოლი გაიტანა

თარიღი 02 აპრ 2022, 20:03

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში "ჩელსიმ" საკუთარ კედლებში მიიღო "ბრენტფორდი", რომელთანაც განიცადა სენსაციური და გამანადგურებელი წაგება, ანგარიშით 4:1.

აღსანიშნავია, რომ "ფუტკრების" მხრიდან ერთ-ერთი გოლი გაიტანა კრისტიან ერიქსენმა, რომელიც გულის შეტევის შემდეგ, დიდ ფეხბურთში კარიერის რეანიმირებას წარმატებით ახდენს.