ავტორიზაცია

VIDEO: პენალტების წვიმა და რეალის ურთულესი გამარჯვება ვიგოში

თარიღი 02 აპრ 2022, 22:32

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 30-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად ვიგოს „სელტა“ დაამარცხა.

შეხვედრა „ბალაიდოსზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ამ შეხვედრაში „რეალის“ სასარგებლოდ სამი პენალტი დაინიშნა, საიდანაც კარიმ ბენზემამ ორი გაიტანა, ერთი კი - გააცუდა.

„სელტამ“ ერთადერთი ის მოახერხა, რომ მეორე ტაიმში ნოლიტოს გოლით დროებით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ქულების მოპოვება ვერ შეძლო.

„რეალმა“ 69 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „სევილიას“ 12 ქულით უსწრებს, თუმცა ანდალუსიელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.