ავტორიზაცია

დღის ფეილი: მიუნხენის ბაიერნმა 4:1 მოიგო, მაგრამ შეიძლება ტექნიკური წაგება მიუსაჯონ

დღის ფეილი: მიუნხენის ბაიერნმა 4:1 მოიგო, მაგრამ შეიძლება ტექნიკური წაგება მიუსაჯონ
თარიღი 02 Apr 2022, 22:52

ბუნდესლიგის 28-ე ტურში „ბაიერნმა“ „ფრაიბურგის“ წინაამდეგობა არ შეიმჩნია - 4:1.

თუმცა, მატჩის ბედი ჯერ, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გუნდს 0:3 წაგება ჩაუთვალონ.

რა მოხდა რეალურად?

შეხვედრის 85-ე წუთზე „ბაიერნის“ დამრიგებელმა, იულიან ნაგელსმანმა ლიდერების ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ დასვენება გადაწყვიტა: კინგსლი კომანი მარსელ ზაბიტცერზე შეცვალა, კორენტინ ტოლისო კი - ნიკლას სულეზე. ამის შემდეგ, მატჩი ჩვეულებრივად გაგრძელდა.

ერთ წუთში, კრისტიან დინგერტმა სასტვენი გააჟღერა და თამაში შეაჩერა. ფეხბურთელებმა ვერაფერი გაიგეს და არბიტრთან მივარდნენ სიტუაციის გასარკვევად. მსაჯმა მათ აუხსნა, რომ მთელი 16 წამის მანძილზე, მოედანზე „ბაიერნის“ 12 ფეხბურთელი იმყოფებოდა.

ქვემოთ მოცემულ სურათზეც ჩანს, რომ „ბაიერნის“ ფორმით მოედანზე 11 მოედნის ფეხბურთელი დგას.

სანამ „ფრაიბურგის“ ფეხბურთელები მსაჯს რაღაცას აქტიურად უხსნიდნენ, კომანი სკამისკენ გაიქცა და მიხვდა, რომ ის მოედანზე აღარ უნდა იყოს.

არბიტრები არასტანდარტულ სიტუაციას 5 წუთი განიხილავდნენ და მატჩის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. დამატებით დროში „ბაიერნმა“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და გამანადგურებლად გაიმარჯვა. ჯერჯერობით, მიუნხენელების მიმართ არანაირი სანქციები არ იყო გამოყენებული, თუმცა გუნდს სრულიად შესაძლებელია რომ ტექნიკური მარცხიც მიუსაჯონ.

როდის მოხდა მსგავსი რამ უკანასკნელად?

ანალოგიური სიტუაცია არ ყოფილა, მაგრამ 2017-ში მსგავს ამბებში „რეალი“ გაეხვა, „კადისთან“ მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, ზინედინ ზიდანმა ორი ფეხბურთელი შეცვალა: ტრავმირებული მარსელო ვასკესით ჩაანაცვლა, ლუკა მოდრიჩს კი ადგილი ბორხა მაიორალისთვის უნდა დაეთმო.

პრობლემა ის იყო, რომ მოდრიჩმა მოედანი არ დატოვა და სიტუაცია მსაჯის, მატეო ლაოსის ყურადღებამ გადაარჩინა, ის დროულად ჩაერთო საქმეში და მიხვდა, რომ მოედანზე „რეალს“ მეტი ფეხბურთელი ჰყავდა და თამაშის გაგრძელების საშუალება მისცა.

თუმცა, ის მატჩი „რეალმა“ ისედაც წააგო.