ავტორიზაცია

არსენალიდან განათხოვრებული მცველი დაბრუნებაზე: "სათადარიგოთა სკამზე ყოფნას ვერ შევეგუები"

არსენალიდან განათხოვრებული მცველი დაბრუნებაზე: "სათადარიგოთა სკამზე ყოფნას ვერ შევეგუები"
თარიღი 03 აპრ 2022, 11:24

"მარსელში" იჯარით მოასპარეზე მცველს, უილიამ სალიბას "არსენალის" სათადარიგოთა სკამზე ყოფნა არ უნდა.

– ხედავ შენს დაბრუნებას "არსენალში" სათადარიგო ფეხბურთელის რანგში?

"ამას ნამდვილად ვერ შევეგუები და კმაყოფილი ვერ ვიქნები. ძირითად შემადგენლობაში თამაში მინდა".

"მაგრამ, თუ როტიაციაში მოვხვდები, ისე არ გამოჩნდება, თითქოს 23-წლამდელთა გუნდში ვარ და პირველ გუნდში არასოდეს ვიქნები", - ციტირებს 21 წლის ფრანგის სიტყვებს გავლენიანი გამოცემა L'Equipe.

მიმდინარე სეზონში სალიბამ, რომელიც 2022 წლის 30 ივნისს "მეთოფეთა" რიგებში უნდა დაბრუნდეს, ყველა ტურნირზე ერთად "მარსელის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა.