ავტორიზაცია

ტუხელი ბრენტფორდთან 1:4 განადგურების შემდეგ: "მსგავს რამეს ნამდვილად არ ველოდი"

ტუხელი ბრენტფორდთან 1:4 განადგურების შემდეგ: "მსგავს რამეს ნამდვილად არ ველოდი"
თარიღი 03 აპრ 2022, 14:45

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა პრემიერ ლიგის ეგიდით "ბრენტფორდთან" (1:4) განცდილ მარცხზე ისაუბრა.

"დასაწყისში გაგვიჭირდა და სანაკრებო პაუზის შემდეგ ასეთ სურათს პირველად არ ვხედავდთ. გარკვეული დრო დაგვჭირდა, რათა ჩვენი რიტმი გვეპოვა და თამაშზე სრული კონტროლი დაგვემყარებინა".

"ენერგია გვაკლდა და ვერ გავუმკლავდით იმას, რაც, როგორც წესი, ჩვენს თამაშს აძლიერებს. დაღლილებივით გამოვიყურებოდით, როგორც ფიზიკურად, ისევე ფსიქოლოგიურად. სანაკრებო მატჩების შემდეგ თამაშები ყოველთვის რთულად მიმდინარეობს, მაგრამ ფავორიტები ვიყავით და შინ ვთამაშობდით, ამიტომაც წარმატებისთვის უნდა მიგვეღწია. დღეს საკმარისად კარგები არ ვყოფილვართ".

"ამ მატჩისგან ბევრს არ ველოდი. შესვენების შემდეგ დავბრუნდით, ფავორიტები ვიყავით - კარგად ორგანიზებული და ფიზიკურად ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ თამაში ჩვენ უნდა წაგვეყვანა. წინ გავედით კიდეც, თუმცა არ ველოდი, რომ დღეს მსგავსი რამ მოხდებოდა".

"ეს შემადგენლობა ავირჩიეთ, რომ "ბრენტფორდისთვის" ყველაზე შესაფერისი იყო და "რეალთან" გასამართ მომდევნო მატჩთან არაფერ შუაშია", - ციტირებს ტუხელის სიტყვებს "არისტოკრატთა" ოფიციალური საიტი.