ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი და მილანი ბრიუგეს ერთ-ერთ ლიდერს უმიზნებენ

მანჩესტერ იუნაიტედი და მილანი ბრიუგეს ერთ-ერთ ლიდერს უმიზნებენ
თარიღი 03 აპრ 2022, 17:16

"ბრიუგეს" ნახევარმცველი, შარლ დე კეტელარე "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მილანის" ინტერესთა სფეროში მოექცა, წერს La Gazzetta dello Sport.

21 წლის ბელგიელს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წელს ეწურება. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 27 მილიონ ევროს შეადგენს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელისთვის "ლაციო", "ნიუკასლი" და "ტოტენჰემიც" იბრძვიან.

მიმდინარე სეზონში დე კეტელარემ "ბრიუგეს" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.