ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბარსელონამ Spotify-სთან შეთანხმება დაამტკიცა - კამპ ნოუს სახელი 12 წლით შეეცვლება

ოფიციალურად: ბარსელონამ Spotify-სთან შეთანხმება დაამტკიცა - კამპ ნოუს სახელი 12 წლით შეეცვლება
თარიღი 03 Apr 2022, 20:22

„ბარსელონამ“ სტრიმინგის სერვის Spotify-სთან შეთანხმება საბოლოოდ დაამტკიცა.

კლუბის დელეგატების რიგგარეშე შეკრებაზე „სპოტიფაისთან“ შეთანხმებას მონაწილეთა 89%-მა დაუჭირა მხარი.

2022/23-სეზონიდან დაწყებული, ოთხი წლის მანძილზე „სპოტიფაის“ ლოგო „ბარსელონას“ ქალთა და მამაკაცთა გუნდების ფორმას დაამშვენებს, ანალოგიური რამ, ოღონდ სამი წლით მოხდება გუნდის სავარჯიშო კომპლექტებზეც.

რაც შეეხება „კამპ ნოუს“ გადარქმევის საკითხს, ეს შეთანხმება 2022 წლის ივლისიდან შევა ძალაში და 12 სეზონის მანძილზე იქნება აქტუალური, ამ პერიოდში სტადიონის სრული სახელი „სპოტიფაი კამპ ნოუ“ იქნება.

Spotify-სთან 12-წლიან თანამშრომლობაში „ბარსელონა“ ჯამურად 435 მილიონ ევროს მიიღებს.