უდიდესი მიღწევა - გიორგი მამარდაშვილის მორიგი მშრალი თამაში და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება!
ქართველი გოლკიპერის მორიგი ბრწყინვალე პერფომანსი.
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსია“ – „კადისის“ მატჩში მოედანზე 90 წუთი გაატარა, რამდენიმე კარგი სეივიც განახორციელა და თამაშის შემდეგ, ლა ლიგამ ოფიციალურად მატჩის „მეფედაც“ დაასახელა.
თამაში „მესტალიაზე“ გაიმართა და სამწუხაროდ ფრედ, 0:0 დასრულდა, რაც დიდწილად მამარდას დამსახურებაცაა, რომელმაც თავისი გუნდი რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა.
„კადისი“ მეტოქის 4-ჯერ დაემუქრა, მამარდას კი თამაშში ჩართვა სამჯერ მოუწია.