ავტორიზაცია

VIDEO: ბრწყინვალე მბაპე და განადგურებული ლორიანი! პსჟ ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა

თარიღი 04 აპრ 2022, 00:47

ფრანგული ლიგა 1-ს 30-ე ტურში „პსჟ-მ“ „ლორიანი“ გაანადგურა.

შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

ამ მატჩში დუბლი და სამი (!) საგოლე გადაცემა კილიან მბაპემ მიითვალა, რომელმაც ორჯერ ნეიმარს გაატანინა, ერთხელ კი ლეო მესის.

„პსჟ-მ“ 68 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში 68 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევარ „მარსელს“ უკვე 12 ქულით უსწრებს, შესაბამისად ჩემპიონობა უკვე მაქსიმალურად ახლოს არის.