VIDEO: ბარსელონამ პრინციპულ მატჩში სევილიას მინიმალურად მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
ლა ლიგის 30-ე ტურში „ბარსელონამ“ რთულ ბრძოლაში „სევილიას“ მოუგო.
შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე პედრიმ ბრწყინვალე სტილში გაიტანა და ხავის გუნდის წარმატებული სერია კიდევ უფრო გააგრძელა.
„ბარსამ“ 57 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, „სევილია“ კი მეოთხეზე ჩაქვეითდა მას შემდეგ, რაც ზედიზედ მე-4 მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
ლიდერი მადრიდის „რეალია“, რომელსაც „ბარსაზე“ 12 ქულით და ერთი მატჩით მეტი აქვს ანგარიშზე.