ავტორიზაცია

"ჰამბურგში დიდი ხნით დარჩენა მინდა", - ჩაკვეტაძე

"ჰამბურგში დიდი ხნით დარჩენა მინდა", - ჩაკვეტაძე
თარიღი 04 აპრ 2022, 13:25

Fussball.news-მა "ჰამბურგის" შემტევ ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს სტატია მიუძღვნა. შეგახსენებთ, რომ ქართველი გამთამაშებელი "როტოზენში" იჯარით თამაშობს.

"ჰამბურგის იმედები ჩაკვეტაძესაც ეყრდნობა, რომელსაც თავისი დიდი პოტენციალი ჯერ სრულად არ გამოუყენებია. მან სანაკრებო პაუზა გამოტოვა, რადგან გუნდთან ადაპტაციის გავლა და სათამაშო სტილთან უკეთ მორგება უნდოდა.

გიორგიმ სანაკრებო შეხვედრები იმ მიზნით გამოტოვა, რომ "როტოზენში" აკლიმატიზაცია უკეთ გაევლო. მას გუნდში უფრო მეტი ხნით დარჩენის სურვილი აქვს", - წერს გერმანული გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ "ჰსვ"-ში დარჩენის სურვილი თავად "გენტის" საკუთრებაში მყოფმა ფლეიმეიქერმაც დაადასტურა: "ჰამბურგში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

მინდა, რომ ამ გუნდში უფრო დიდხანს დავრჩე. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი", - განაცხადა "დინოზავრების" შვიდიანმა, რომელმაც უკანასკნელ ტურში გერმანიაში თავისი პირველი ბურთი შეაგდო.