ავტორიზაცია

მესი TOP 20-შიც აღარაა — ვინ არის ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი Goal.com-ის ვერსიით?

მესი TOP 20-შიც აღარაა — ვინ არის ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი Goal.com-ის ვერსიით?
თარიღი 04 აპრ 2022, 19:16

Goal.com-ის ვერსიით, "პსჟ"-ს თავდამსხმელი, ლიონელ მესი "ოქროს ბურთის" მოგების ტოპ 20 პრეტენდენტს შორის აღარ არის.

ავტორიტეტული გამოცემა ფავორიტად მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელ თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის მიიჩნევს.

მარტის შუა რიცხვებში 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი მე-10 ადგილიდან მე-20 პოზიციამდე დაქვეითდა.

ახლა კი, რეიტინგის განახლებულ ვერსიაში, სადაც 20 ფეხბურთელია, პარიზელთა ერთ-ერთი ლიდერი საერთოდ ვერ მოხვდა.

რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედისა" და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს, ეს უკანასკნელი ამჟამად მე-20 ადგილს იკავებს.

პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. რობერტ ლევანდოვსკი – "ბაიერნი"

2. კარიმ ბენზემა – "რეალი"

3. მოჰამედ სალაჰი – "ლივერპული"

4. კილიან მბაპე – "პსჟ"

5. ლუკა მოდრიჩი – "რეალი"

6. სადიო მანე – "ლივერპული"

7. ბერნარდუ სილვა – "მანჩესტერ სიტი"

8. რიად მაჰრეზი – "მანჩესტერ სიტი"

9. ვინისიუს ჟუნიორი – "რეალი"

10. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი – "ლივერპული".