ავტორიზაცია

"ჩემ დროს ყველაფერი სხვაგვარად იყო", - რონალდინიომ თანამედროვე და თავისი დროის ფეხბურთი შეადარა

"ჩემ დროს ყველაფერი სხვაგვარად იყო", - რონალდინიომ თანამედროვე და თავისი დროის ფეხბურთი შეადარა
თარიღი 05 აპრ 2022, 23:25

რონალდინიომ თავისი დროის ფეხბურთი თანამედროვეს შეადარა.

„ახლა, ინტერნეტთან ერთად, ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩემ დროში მხოლოდ ბურთის აღება და გარეთ სათამაშოდ წასვლა იყო შესაძლებელი.

შესაძლოა, ამის ბრალიცაა, რომ ფეხბურთი ცოტა ჩაკარგულია.

მახალისებს, როცა ვხვდები ბავშვს, რომელსაც ცოცხლად არც კი უნახავს, როგორ ვთამაშობდი ფეხბურთს, მაგრამ იცის ჩემს შესახებ, ჩემი თამაშის და გოლების შესახებ, მხოლოდ ინტერნეტის დამსახურებით.“ - აღნიშნა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა.