VIDEO: სიტიმ ატლეტიკოს დაცვის კედელი დე ბრუინის ერთადერთი გოლით გატეხა
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ კედლებში მადრიდის „ატლეტიკო“ დაამარცხა.
შეხვედრა „ეტიჰად სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე ფილ ფოდენის პასით კევინ დე ბრუინმა გაიტანა და „სიტის“ „ატლეტიკოს“ დაცვის გატეხვაში დაეხმარა.
საპასუხო შეხვედრა მადრიდში 13 აპრილს გაიმართება.