ავტორიზაცია

VIDEO: ლივერპულმა ლისაბონში დამაჯერებლად იმარჯვა და ცალი ფეხით ნახევარფინალშია

თარიღი 06 აპრ 2022, 00:55

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალში „ლივერპულმა“ სტუმრად „ბენფიკა“ დაამარცხა და ½-ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

მატჩი „ესტადიო და ლუჟზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

„ლივერპულის“ რიგებში გოლები კონატემ, სადიო მანემ და ლუის დიასმა გაიტანეს, პორტუგალიელებიდან კი თავი მეორე ტაიმის სტარტზე დარვინ ნუნიესმა გამოიჩინა, როცა ანგარიში 1:2 გახადა.

საპასუხო შეხვედრა „ენფილდზე“ 13 აპრილს გაიმართება.