ავტორიზაცია

გვარდიოლა: "5-5-0 სქემის წინააღმდეგ შეტევა დღესაც რთულია და 100 ათასი წლის შემდეგაც რთული იქნება"

გვარდიოლა: "5-5-0 სქემის წინააღმდეგ შეტევა დღესაც რთულია და 100 ათასი წლის შემდეგაც რთული იქნება"
თარიღი 06 აპრ 2022, 10:28

„მან სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ატლეტიკოსთან" მოგება შეაფასა (1:0).

„ძალიან თანაბარი და რთული თამაში გამოვიდა. „ატლეტიკო" მთელი გუნდით დაცვის ოსტატია და ამის წინააღმდეგ ძალიან რტულია. მეტოქეს კონტრშეტევაზე გაქცევის საშუალებას არ ვაძლევდით და მოთმინებით ვიყავით.

ველოდით, რომ მეტოქე 5-3-2 სისტემით ითამაშებდა, თუმცა შემდეგ „ატლეტიკო" გადაეწყო და  5-5-0 სქემაზე გადავიდა.

დღესაც, ძველ ისტორიაშიც და 100 000 წლის შემდეგაც, ძალიან რთულია უტევდე გუნდს, რომელიც 5-5-0 სქემით თამაშობს, იმიტომ რომ სივრცეები საერთოდ არ რჩება.

ისინი ძლიერები არიან, ჩვენ კი პატარები და მსუბუქები. ეს მოთმინების საკითხია. ვგრძნობ, რომ საპასუხო მატჩიც იმის მსგავსი იქნება, როგორიც მანამ იყო, სანამ გოლს გავიტანდით. 

დღევანდელი თამაშიდან დასკვნებს გამოვიტანთ და შევეცდებით ცოტა უკეთ ვითამაშოთ." - აღნიშნა გვარდიოლამ.