"ორივე ჩვენ ფინანსურ შესაძლებლობებს სცდება", - ნაგელსმანმა დაასახელა ორი ფეხბურთელი, ვისი ხილვაც ბაიერნში სურს
„ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, დაასახელა ფეხბურთელები, რომელთა ხილვასაც საკუთარ გუნდში ისურვებდა.
„ეჭვგარესეა, რომ მბაპე ყველა გუნდისთვის ძალიან კარგი ფეხბურთელია. ასევე მგონია, რომ ფრენკი დე იონგიც შესანიშნავია.
თუმცა, ორივე მათგანი ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობებს სცდება." - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.
მიუნხენის „ბაიერნმა" ბუნდესლიგის 28 მატჩში 66 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.