ავტორიზაცია

ანჩელოტი: "უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ტურნირის მოქმედი გამარჯვებულები არიან"

ანჩელოტი: "უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ტურნირის მოქმედი გამარჯვებულები არიან"
თარიღი 07 აპრ 2022, 10:59

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალურ მატჩში "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" (3:1) დამარცხების შემდეგ განცხადება გააკეთა.

"თამაშს დამაჯერებლად ვაკონტროლებდით, ჩვენი კონტრშეტევები სახიფათო იყო. კარგი საღამოა, მაგრამ ჯერ მხოლოდ შუა გზაზე ვართ".

"ორგანიზებულობა ვაჩვენეთ, ბენზემამ კი ბრწყინვალედ ითამაშა. ხაზებს შორის თავისუფალ ზონებს ვპოულობდით".

"უპირატესობა გვაქვს, მაგრამ სამშაბათს გასამართი მატჩი განსხვავებული იქნება. ბოლოს და ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები არიან", - განუცხადა იტალიელმა სპეციალისტმა BT Sport-ს.

ცნობისთვის, მადრიდელებსა და ლონდონელებს შორის საპასუხო დაპირისპირება 12 აპრილს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.