მრისხანე "ყვითელი წყალქვეშა ნავი" — ვილიარეალმა ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნის ბრწყინვალე სერია შეწყვიტა
"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის მატჩში 2019 წლის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა მოწინააღმდეგის კარის აღება.
მოგეხსენებათ, იულიან ნაგელსმანის შეგირდები პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრაში სტუმრად "ვილიარეალთან" (0:1) დამარცხდნენ.
ასე და ამგვარად, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირზე "რეკორდმაისტერის" ბრწყინვალე სერია შეწყდა - მიუნხენელებს ზედიზედ 30 მატჩი მინიმუმ ერთი გოლი მაინც გაჰქონდათ.
ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნმა" ბოლოს 2019 წლის თებერვალში ვერ გაიტანა - გერმანული გრანდი მაშინ "ლივერპულს" შეხვდა.
რაც შეეხება "ვილიარეალს", უნაი ემერის შეგირდები ნამდვილად გრანდების რისხვად იქცნენ - მოგეხსენებათ, აქამდე, საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ტურინში "იუვენტუსი" (3:0) გაანადგურა.