ავტორიზაცია

"უკეთესად თამაში შეგვიძლია", - ბაიერნის კარში გატანილი გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი

"უკეთესად თამაში შეგვიძლია", - ბაიერნის კარში გატანილი გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი
თარიღი 07 აპრ 2022, 12:46

"ვილიარეალის" გარემარბმა, არნო დანიუმამ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალურ მატჩში "ბაიერნის" (1:0) დამარცხების შემდეგ განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, აღნიშნულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი სწორედ 25 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა გაიტანა.

"ჩემპიონთა ლიგის საღამოებს არაფერი შეედრება. დღევანდელზე უკეთესად თამაში შეგვიძლია. თუ "ბაიერნს" ამარცხებ და გრძნობ, რომ შეგიძლია უფრო კარგად იასპარეზო, მაშინ ეს ძალიან კარგი ნიშანია".

"ემერი ძალიან ჭკვიანი სტრატეგია. ჩვენში ეჭვი არ ეპარება, ჩვენ კი მასში დარწმუნებულები ვართ. ერთიანი მექანიზმივით ვართ", - ციტირებს დანიუმას სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

ცნობისთვის, "ბაიერნსა" და "ვილიარეალს" შორის საპასუხო დაპირისპირება 12 აპრილს, მიუნხენში გაიმართება.