ავტორიზაცია

აინტრახტის ნახევარმცველი: "ბაიერნს სეზონში ერთ მატჩს მაინც ვუგებთ, ამიტომაც ბარსას დამარცხება შეგვიძლია"

აინტრახტის ნახევარმცველი: "ბაიერნს სეზონში ერთ მატჩს მაინც ვუგებთ, ამიტომაც ბარსას დამარცხება შეგვიძლია"
თარიღი 07 აპრ 2022, 15:27

"აინტრახტის" ნახევარმცველმა, დაიჩი კამადამ განაცხადა, რომ მის გუნდს ევროპა ლიგაზე "ბარსელონას" დამარცხების ძალა შესწევს.

ფრანკფურტელთა ფეხბურთელმა კატალონიელებთან დღეს გასამართი პირველი 1/4 ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა.

"როცა კენჭისყრაზე ჩვენი გუნდის ბურთი ამოვიდა, ყველა "ბარსელონასთან" შეხვედრაზე ოცნებობდა. ჩვენდა საბედნიეროდ, ასეც მოხდა".

"სეზონის სტარტზე "ბარსას" პრობლემები ჰქონდა. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ყველაფერი დალაგდა და ჩვენი მეტოქე კვლავ თავის საფირმო სტილში თამაშობს".

"დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ადგილას ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. "აინტრახტი" ყოველ წელს "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაშობს და მინიმუმ ერთ მატჩს იგებს. ამიტომაც, ეჭვი არ გვეპარება, რომ დადებითი შედეგის დაფიქსირების ძალა შეგვწევს", - ციტირებს კამადას სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, "აინტრახტისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.