ფოტო: "ორი შურიანი", - რონალდუმ რუნის კრიტიკას კომენტარებში უპასუხა

გუშინ, „მან იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელი, უეინ რუნი, „ლივერპულის“ ყოფილ მცველ ჯეიმი კარაგერთან ერთად, სატელევიზიო შოუ Monday Night Football-ის მონაწილე იყო, რომელზეც კრიშტიანუ რონალდუზე ჩამოვარდა საუბარი.
„ვფიქრობ, რომ თუ გუნდის მომავალზე ფიქრობ, თქვენ ახალგაზრდა, მოწყურებული ფეხბურთელები გჭირდებათ, რომლებიც უახლოეს ორ-სამ წელიწადში კლუბის მაღლა ასაყვანად ყველაფერს გააკეთებენ.“ - აღნიშნა რუნიმ.
შოუს დასრულების შემდეგ, ინგლისელმა კარაგერთან ერთად გადაღებული სურათი სოც.ქსელშიც გამოაქვეყნა, სადაც რონალდუმ მიაკითხა და კომენტარი დაუწერა:
„ორი შურიანი“, - რონალდუს კომენტარი მოკლე და ლაკონური აღმოჩნდა, თან ამ სიტყვებს პორტუგალიელმა „თვალების“ ემოჯიც მიუწერა.