როგორც მოსალოდნელი იყო - ბენზემა ლიგაზე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

კარიმ ბენზემა ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
„რეალის“ ფორვარდმა გუშინდელ შეხვედრაში „ჩელსისთან“ მატჩში ჰეთ-ტრიკი შეასრულა და თავის გუნდს 3:1 მოაგებინა.
ბენზემა გახდა ლიგის ისტორიაში მეორე ფეხბურთელი კრიშტიანუს შემდეგ, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ ორ მატჩში ჰეთ-ტრიკი შეაგდო.
ფრანგის გარდა, კვირის საუკეთესოობისთვის „ლივერპულელი“ ლუის დიასი, „ვილიარეალის“ ნახევარმცველი ჯოვანი ლო ჩელსო და „მან სიტის“ ლიდერი კევინ დე ბრუინი იბრძოდნენ.