ავტორიზაცია

გუნდოგანი: "ლივერპული ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ჩვენი დასჯა შეუძლია"

გუნდოგანი: "ლივერპული ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ჩვენი დასჯა შეუძლია"
თარიღი 07 აპრ 2022, 23:45

„სიტის“ ნახევარმცველმა ილკაი გუნდოგანმა „ლივერპულთან“ მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.

შეხვედრა პრემიერ ლიგის მორიგ ტურში 10 აპრილს გაიმართება.

„ახლა ლივერპული მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელიც წარმოუდგენელ ფორმაში შევიდა.

ჩემპიონატის მატჩი რთული იქნება, შინგ ამარჯვების მოპოვება გვსურს. ეს ორი თანაბარი დონის გუნდების დაპირისპირება იქნება.

შეცდომების დაშვება არ შეიძლება. ისინი კონტრშეტევებზე ძალიან ეფექტურები არიან, ჩვენ გუნდს კი ბურთით უყვარს თამაში.

თუ მათ თავიანთი თამაშის ჩვენების უფლებას მივცემთ, ჩვენი დასჯა შეუძლიათ. ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ.“ - აღნიშნა გუნდოგანმა.