ავტორიზაცია

VIDEO: ყველაფერი კამპ ნოუზე გადაწყდება - ბარსელონა აინტრახტთან მარცხს ფერანმა გადაარჩინა

თარიღი 08 აპრ 2022, 00:53

ევროპა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში „აინტრახტი“ და „ბარსელონა“ დაუზავდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა ფრანკფურტში გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში 48-ე წუთზე კნაუფმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა, თუმცა „ბარსამ“ 66-ე წუთზე ფრენკი დე იონგის პასით მოახერხა წონასწორობის აღდგენა და საპასუხო მატჩში ქამბექის აუცილებლობა აიცილა თავიდან.

78-ე წუთზე ტუტამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „აინტრახტი“ 10 კაცით დარჩა, თუმცა დარჩენილ დროში „ბარსამ“ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ მოახერხა.

საპასუხო დაპირისპირება 15 აპრილს „კამპ ნოუზე“ გაირკვევა.