ავტორიზაცია

ბრაზილიის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ გვარდიოლას მიწვევა სურს და მაღალ ხელფასს სთავაზობს — MARCA

ბრაზილიის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ გვარდიოლას მიწვევა სურს და მაღალ ხელფასს სთავაზობს — MARCA
თარიღი 08 აპრ 2022, 18:10

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას (CBF) ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ხოსეპ გვარდიოლას დანიშვნა სურს.

როგორც გავლენიანი გამოცემა Marca წერს, "მანჩესტერ სიტის" დამრიგებელი ტიტეს შეცვლის იდეალური კანდიდატია, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ წავა.

ფედერაცია პერე გვარდიოლას უკვე დაუკავშირდა, ესპანელი სპეციალისტის ძმასა და აგენტს.

პეპს 2026 წლის მუნდიალამდე გათვლილ კონტრაქტს სთავაზობენ, წელიწადში 12 მილიონ ევროიანი ხელფასით. CBF-ში სჯერათ, რომ 51 წლის სპეციალისტს შეუთანხმდებიან.

თავის მხრივ, გვარდიოლას "ქალაქელებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მხარეებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებაზე მოლაპარაკებები ჯერ არ მიმდინარეობს.