ავტორიზაცია

ბარსელონამ პიკეს ტრავმის სიმძიმე დაასახელა

ბარსელონამ პიკეს ტრავმის სიმძიმე დაასახელა
თარიღი 08 აპრ 2022, 21:47

„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ ევროპა ლიგის ¼-ფინალში, „აინტრახტთან“ მატჩში ტრავმა მიიღო.

35 წლის მცველი მატჩის 23-ე წუთზე შესაცვლელი გახდა, რადგან დისკომფორტის გამო თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.

„ბარსელონას“ ინფორმაციით, პიკეს მარცხენა ფეხის გადამყვანი კუნთის ტინდოპათია დაუდასტურდა, რის გამოც ფეხბურთელს გარკვეული დროით უქმობა მოუწევს და მისი გამოჯანმრთელების პროცესი გვიჩვენებს, თუ როდის შეძლებს პიკე მოედანზე დაბრუნებას.

ამ სეზონში ჟერარმა 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.