ლამპარდი: "ჩემ ხანმოკლე სამწვრთნელო კარიერაში, მე გაძევებისგან ყოველთვის 2-3 ნაბიჯში ვიყავი"
„ევერტონის“ მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა, გუნდიდან შესაძლო გაშვებაზე გავრცელებულ ჭორებს უპასუხა.
„ჩემს შედარებით ხანმოკლე სამწვრთნელო კარიერიაში, მე ყოველთვის გათავისუფლებისგან 2-3 ნაბიჯში ვიყავი.
ალბათ, ეს ზოგადად ფეხბურთისთვის არის დამახასიათებელი და კერძოდ - ინგლისისთვისაც. ლოგიკურია, რომ მწვრთნელზე დიდი ზეწოლა მოდის და ეს ბუნებრივიცაა.
ჩემპიონთა ლიგის ზონაშიც რომ მოხვდე, ყოველთვის დიდი დაკვირვების ქვეშ იქნები. ახლა მე ვამაყობ, რომ „ირისების“ მწვრთნელი არ.“ - ციტირებს ლამპარდის სიტყვებს BBC.
ლივერპულურ გუნდში დანიშვნის შემდეგ ლამპარდმა პრემიერ ლიგაში 7 მატჩიდან მხოლოდ 1-ს მოგება შეძლო და გადარჩენისთვის იბრძვის.