ავტორიზაცია

"არის ბევრი რამ, რაც ხალხმა არ იცის", - სალაჰმა ლივერპულთან კონტრაქტზე ისაუბრა

"არის ბევრი რამ, რაც ხალხმა არ იცის", - სალაჰმა ლივერპულთან კონტრაქტზე ისაუბრა
თარიღი 08 აპრ 2022, 23:28

„ლივერპულის“ ფორვარდმა, მოჰამედ სალაჰმა, გუნდთან ახალი კონტრაქტის სიტუაციაზე ისაუბრა.

„რის თქმა შემიძლია? არის ბევრი რამ, რაც ადამიანებმა არ იციან. არ შემიძლია ეგოისტი ვიყო და ვილაპარაკო საკუთარ სიტუაციაზე, როცა „ლივერპულისთვის“ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დგას.

არ შემიძლია ვთქვა „კი“, ან „არა“. უკვე ბევრჯერ მითქვამს, რა მინდა. ახლა ჩემი კონტრაქტის სიტუაციას ვერ ჩავუღრმავდები, იმიტომ რომ ეს დელიკატური სიტუაციაა, გუნდს კი გამარჯვებები სჭირდება.

დამეხმარება თუ არა ეს ფეხბურთზე კონცენტრირებაში? სულაც არა. მე საკუთარ საქმეს კარგად ვიცნობ და პროფესიონალიც ვარ. ვარჯიშებზე თითქმის პირველი მივდივარ და ბოლო ვტოვებ. „ლივერპულზე“ კონცენტრირებული ვარ, ტიტულებს ვიგებ და კლუბს ვაძლევ ყველაფერს, რაც გამაჩნია.“ - აღნიშნა ეგვიპტელმა.

სალაჰის კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2023 წელს იწურება.