ავტორიზაცია

Sky Sports: ევერტონს ლამპარდის მომავალზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს

Sky Sports: ევერტონს ლამპარდის მომავალზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს
თარიღი 09 აპრ 2022, 12:00

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports-ი იტყობინება, "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი აღნიშნულ პოსტზე მუშაობას გააგრძელებს.

ამ ეტაპზე, "კანფეტების" ხელმძღვანელობას არ სჯერა, რომ ინგლისელის გათავისუფლება პრემიერ ლიგაში დარჩენის შანსებს გაზრდის.

თუმცა, ამავდროულად, არ არის გამორიცხული, "ევერტონმა" ლამპარდი სეზონის ბოლომდე მაინც დაითხოვოს - ყველაფერი გუნდის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

ამჟამად ლივერპულელები სატურნირო ცხრილში 29 მატჩში მოპოვებული 25 ქულით მე-17 ადგილს იკავებენ. გუნდი გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. მე-18 პოზიციაზე 24 ქულით "ბარნლია".

მომდევნო მატჩს "ევერტონი" დღეს, 9 აპრილს, შინაურ კედლებში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავს.